მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია - „მეცნიერულ-ტექნოლოგიური გამოწვევები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“

მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია - „მეცნიერულ-ტექნოლოგიური გამოწვევები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“

20-06-2018 16 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის მსმენელთა ბოლო მეცადინეობა ჩატარდა. მეცადინეობის თემატიკას წარმოადგენდა „მეცნიერულ-ტექნოლოგიური გამოწვევები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“, რომლის ფარგლებში მოხსენება გააკეთეს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის პროფ. რევი ჩოგოვაძემ და II კურსის სტუდენტებმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვლადისლავ დაშტუმ, თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი ძლიერი-სუსტი“ (ჯგუფი #108660).

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიაში მეცადინეობები განახლდება 22 სექტემბერს, ხოლო 29 აგვისტოდან - 5 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება  საზაფხულო სკოლა.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა (სკოლის მოსწავლეები) უნდა მიმართონ მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიას 1 ივლისამდე,  მისამართზე: სტუ,  კოსტავას 77, VI სასწავლო კორპუსი,  V სართული, ოთახი 511ა,  510ა. ტელ. 236-41-28, 64-47.


 

სიახლეებში დაბრუნება