Erasmus+ - სტუ-ს სტუდენტის წარმატებული მობილობა კილის უნივერსიტეტში

Erasmus+ - სტუ-ს სტუდენტის წარმატებული მობილობა კილის უნივერსიტეტში

19-06-2018 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სტუდენტი სალომე ონიანი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მობილობით იმყოფებოდა ინგლისის კილის უნივერსიტეტში. როგორც Erasmus+ სტუდენტი, ის სწავლას აგრძელებდა კილის უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში, კილის უნივერსიტეტის კომპიუტინგისა და მათემატიკის ფაკულტეტზე.

ინგლისურ უნივერსიტეტში ქართველმა სტუდენტმა წარმატებით დაასრულა მაგისტრატურის ორი საგანი:
• ღრუბლოვანი კომპიუტინგი
• კვლევისა და კომუნიკაციის უნარები

ამასთან ერთად, სალომე ონიანმა წარმატებით გაიარა პროფესიული განვითარების ხუთი ტრენინგი. მან, ასევე, მიიღო კილის უნივერსიტეტის ენების ცენტრის სერტიფიკატი აკადემიური კვლევის წერის უნარებში.

აღსანიშნავია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა აქტიური მონაწილეობა მიიღო კვლევაში დოქტორ სანდრა ვულთან ერთად, რომელიც ორიენტირებული იყო ცვალებად ტექნოლოგიებზე.


 

სიახლეებში დაბრუნება