ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

30-04-2012
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტს შორის
 
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
  
27-28 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ თურქეთის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის (Bahçeşehir University) რექტორი პროფ. შ. იალჩინი (Prof. Dr. Şenay Yalçın) და ამავე უნივერსიტეტის დამფუძნებელი, პროფ. კ. ტორლაკი (Prof. Kenan Torlak).
თურქ სტუმრებს  სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში,  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც აღნიშნულ უნივერსიტეტებში საგანმანათლებლო, კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობასა და განვითარებას ითვალისწინებს.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები