სამეცნიერო კონფერენცია

23-04-2012

სამეცნიერო კონფერენცია
 
”მსოფლიო გამოწვევა და საქართველოს პასუხი ელექტრომობილების განვითარებაში”


 22 აპრილს,  დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "მსოფლიო გამოწვევა და საქართველოს პასუხი ელექტრომობილების განვითარებაში".

ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე შექმნილი სამეცნიერო ჯგუფის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, ახალგაზრდა მეცნიერებმა წარმოადგინეს თემები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ელექტრომობილებისა და სხვა სახის ტრანსპორტის დანერგვა და რა შედეგებს მოუტანს იგი ქვეყნის ეკეონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ დარგებს. წარმოდგენილი იქნა ელექტრომობილის, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიის - ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის ეფექტურობები. გაიმართა მსჯელობა იმაზედაც, რამდენად შესაძლებელია აღნიშნული ტექნოლოგიების საქართველოში წარმოება

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები