სემინარი

19-04-2012

სემინარი

21 აპრილს თბილისში “SOMAT”-ის სამშენებლო მასალების ორდღიანი სემინარი გაიხსნება. კომპანია “ერგო 3 ჯორჯია“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად ატარებს ბერძნული კომპანია “SOMAT”-ის სამშენებლო მასალების სემინარს. სემინარს საბერძნეთიდან მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ. 
21 აპრილს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (ჭანტურიას ქ. #12) ჩატარდება სემინარის თეორიული ნაწილი.
22 აპრილს, 10:00 საათიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, პირველ სართულზე, სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიაში (კოსტავას ქ. 68/ბ) ჩატარდება სემინარის ტექნიკური ნაწილი.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები