პიროვნული განვითარების ტრეინინგი

07-06-2018 9-10 ივნისს ქ. რუსთავში დაგემილია პიროვნული განვითარების ტრეინინგი - სამსახურის ძიების ეფექტური გზები, CV და სამოტივაციო წერილის შედგენის ტექნიკები და წარმატებული გასაუბრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

პროექტი ხორციელდება "ქვემო ქართლის ეთნოშორისი ერთობის“ ორგანიზებითა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

პროგრამის მსვლელობისას განხილული იქნება შემდეგი ძირითადი საკითხები: 

CV-ს შედგენა;
სამოტივაციო წერილის წერა;
ვაკანსიის ძიების გზები კერძო და საჯარო სექტორში;
გასაუბრების ეტიკეტი;
ეფექტური თვითპრეზენტაცია, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია.

ღონისძიება ჩატარდება რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში .

პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეობასთან დაკავშირებულ განთავსების, კვებისა და მგზავრობის ხარჯებს დაფარავს ორგანიზატორი მხარე.

მსურველებს შუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ ელექტრონულად, ბმულის საშუალებით.

საკონტაქტო პირი:
შოთა ბუჩუკური, პროექტის კოორდინატორი
ტელ.: 599 32 11 70

 

სიახლეებში დაბრუნება