საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სასწავლო ცენტრი - ელექტროენერგეტიკის სასწავლო კურსები

07-06-2018 სს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) სასწავლო ცენტრი აცხადებს კონკურსს მსმენელთა მისაღებად ელექტროენერგეტიკის პროგრამებზე.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების ენერგეტიკის, ელექტრული ინჟინერიის და სხვა მონათესავე სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულებს (ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მქონე) და დამამთავრებელი (მე-4) კურსის სტუდენტებს.

სასწავლო პროგრამები შედგენილია საქართველოს ენერგოსისტემის თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით და უზრუნველყოფენ ენერგეტიკულ საწარმოებში ახალგაზრდა ინჟინერთა დასასაქმებლად საჭირო ცოდნისა და პრაქტიკის სრულად მიღებას. სწავლებას ახორციელებენ ენერგეტიკის დარგში აღიარებული და სათანადო კომპეტენციისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტები.

სწავლება ჩატარდება სსე-ის სასწავლო ცენტრში, რომელიც აღჭურვილია ელექტროსისტემაში დანერგილი თანამედროვე ტექნიკის/ტექნოლოგიების აპარატურითა და სტენდებით. ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი მოწყობილია ახალი სასწავლო პოლიგონი, სადაც განთავსებულია სახაზო ანძა, ამომრთველები, გამთიშველები, დენის და ძაბვის ტრანსფორმატორები, ძალოვანი ტრანსფორმატორი და სხვა ელექტრომოწყობილობები, მათი უკეთ შესწავლისა და მსმენელების მიერ სრულფასოვანი პრაქტიკის გავლის მიზნით.

სწავლება 2-სემესტრიანია და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან საწარმოო პრაქტიკას სსე-ის მოქმედ ობიექტებზე კვალიფიციური პერსონალის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ, რაც უზურნველყოფს დარგში მუშაობის სპეციფიკის ახლოს გაცნობასა და მსმენელთა ადეკვატურ მომზადებას შესაბამის სპეციალობებზე. 
სასწავლო პროგრამის სრულად გავლის შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სწავლის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი და გაივლიან გასაუბრებას სსე-ის ხელმძღვანელობასთან მათი ცოდნის დონისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შემოწმების მიზნით, რის საფუძველზეც მოხდება მსმენელთა დასაქმება სსე-ის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში.

სწავლის მსურველებმა ამ წლის 1 ივნისიდან 5 სექტემბრამდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები სსე-ის სათაო ოფისში, მისამართზე - ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქ. №2:

• შევსებული სააპლიკაციო ფორმა
• დიპლომის ასლი ან მე-4 კურსზე სწავლის დამადასტურებელი ცნობა უნივერსიტეტიდან; 
• პირადობის მოწმობის ასლი;
• ცნობა ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100ა);
• 2 ცალი ფოტო სურათი 3×4-ზე და მისი ელექტრული ვერსია CD-ზე.

მისაღები კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად: წერითი გამოცდა და გასაუბრება. გასაუბრების მიზანია სწავლის მსურველთა ზოგადი ცოდნის წარმოჩენა და მათი პროფესიული ინტერესების და კარიერული მიზნების გამოვლინება. გასაუბრების შედეგად შერჩეული კანდიდატები დაიშვებიან წერით გამოცდაზე, რომელიც გასაუბრებიდან რამდენიმე დღეში ჩატარდება. მისაღები გამოცდის ბილეთი მოიცავს 3 საკითხს გამოცდის საკითხების ნუსხიდან.

კონკურსი ჩატარდება 5-დან 28 სექტემბრამდე. ჩატარების ზუსტი თარიღი და ადგილი განთავსდება სსე-ის ვებგვერდზე.

მისაღებ კონკურსში გამარჯვებულთათვის სწავლა უფასოა.

 

სიახლეებში დაბრუნება