სემინარი "ინტერნეტის საფუძვლები და მონაცემთა ბაზის ანალიტიკა"

სემინარი "ინტერნეტის საფუძვლები და მონაცემთა ბაზის ანალიტიკა"

05-06-2018 8 ივნისს, 11:00 -17:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე ჩატარდება სემინარი "ინტერნეტის საფუძვლები და მონაცემთა ბაზის ანალიტიკა" (სტუ-ს VIII კორპუსი, სხდომათა დარბაზი).

სემინარის ორგანიზატორები არიან ორგანიზაცია RIPE NCC (RIPE Network Cooperation), 
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი.

სემინარის გამომსვლელები იქნებიან: 
1. ქრისტიან ტეშელი (Christian Teuschel), RIPE NCC, სისტემური არქიტექტორი
2. ვაჰან ოვსეპიანი (Vahan Hovsepyan), RIPE NCC, საგარეო ურთიერთობათა ოფიცერი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში;
3. უჩა სეთური, RIPR NCC Fellow, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია-აღმასრულებელი დირექტორი.

სემინარი ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზე ჩატარდება და მასზე დასწრება თავისუფალია.

სემინარზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.

 

სიახლეებში დაბრუნება