პრეზენტაცია

06-04-2012

მან-სან-კანის პრეზენტაცია

6 აპრილს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განახლებული “მან-სან-კანის” პრეზენტაცია ჩატარდა. გაიმართა განახლებული “მან-სან-კანის” უმაღლესი ლიგის თამაშების ჩაწერა და უმაღლეს ლიგაში თამაშის დასადასტურებლად, მონაწილეებს  სპეციალური სეთიფიკატები გადაეცათ.

“მან-სან-კანის” ჩემპიონთა ლიგა უპრეცედენტო სატელევიზიო პროექტია, რომელიც 29 ივნისამდე გაგრძელდება. ჩემპიონატში მონაწილეობს 40-ზე მეტი გუნდი. გუნდების რაოდენობიდან გამომდინარე, ჩემპიონატი ორ ეტაპად გაიყოფა.

I ეტაპი - საქართველოს ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს რეგიონის ყველა გუნდი. რომელიც სასცენო რედაქტირებას დაექვემდებარება. ჩემპიონატს ორგანიზებას გაუწევს “მან-სან-კანის” ფედერაცია ნიკოლოზ მახვილაძის ხელმძღვანელობით.

II  ეტაპი - ჩემპიონატში შერჩეული 16 საუკეთესო გუნდი წარდგება უმაღლეს ლიგაში, რომელიც გადაიცემა ტელეკომპანია იმედის საშუალებით “მან-სან-კანის შოუს” სახელწოდებით. უმაღლეს ლიგას ორგანიზებას გაუწევს ”მან-სან-კანის” კლუბი ზვიად ბლიაძის ხელმძღვანელობით.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები