პროექტი „სატრანსპორტო სექტორის, ევროპულ სისტემებთან ურთიერთთავსებადობის და ინტერმოდალურობის პრობლემის ანალიზი“ - წინასწარი შედეგების პრეზენტაცია

31-05-2018 31 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე გაიმართა შოთა რუსთაველის სახ. ეროვნული
სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტების კონკურსის
გამარჯვებული პროექტის - „სატრანსპორტო სექტორის, ევროპულ სისტემებთან
ურთიერთთავსებადობის და ინტერმოდალურობის პრობლემის ანალიზი“ (#YS-2016-
41) - წინასწარი შედეგების პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები, დარგის სპეციალისტები, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები.

პროექტის ავტორია ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია. მან პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს წარუდგინა დეტალური ინფორმაცია პროექტის მიმდინარე ეტაპისთვის მიღწეული წინასწარი შედეგების შესახებ და ისაუბრა პროექტის
ძირითად მიზნებზე და ამოცანებზე. პროექტის ავტორმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ის
აქტივობები, რომელიც უკვე განხორციელდა პროექტის ეგიდით.

აღსანიშნავია, რომ შოთა რუსთაველის სახ. ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტების კონკურსის გამარჯვებული პროექტი „სატრანსპორტო სექტორის, ევროპულ სისტემებთან ურთიერთთავსებადობის და
ინტერმოდალურობის პრობლემის ანალიზი“ (#YS-2016-41) 2016 წლის გამარჯვებული პროექტია, რომელიც ეძღვნება საქართველოს სატრანსპორტო სექტორის ევროპულ სატრანსპორტო სისტემებთან ურთიერთთავსებადობისა და ინტერმოდალურობის პრობლემას. პროექტი გულისხმობს სატრანსპორტო დარგში არსებული პრობლემების აღწერას და პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას, ამჟამად არსებული ვითარების გათვალისწინებით.

პროექტი სრულდება 2018 წლის დეკემბერში და მისი საბოლოო მიზანია, ჩატარდეს
კვალიფიციური კვლევა საქართველოს სატრანსპორტო სისტემის ევროპულ სისტემებთან ურთიერთთავსებადობის პრობლემის ირგვლივ.

პროექტის მიღებული შედეგების საზოგადოებისათვის გაცნობის მიზნით, გათვალისწინებულია მონოგრაფიის მომზადება და მისი გამოცემა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საკითხით დაინტერესებული ყველა პირისათვის.

 

სიახლეებში დაბრუნება