პროექტის გამარჯვება

23-03-2012
პროექტის გამარჯვება ჰაიდელბერგცემენტის კონკურსში
Quarry Life Award
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თ. ჯიქიამ, ს. გველესიანმა, ვ. აბზიანიძემ და სტუდენტებმა ნ. ფოფორაძემ,
გ. აბაშიძემ, თ. ლაბაძემ და ვ. ხმალაძემ  მონაწილეობა მიიღეს 2012 წლის დასაწყისში კომპანია ჰაიდელბერგცემენტის მიერ გამოცხადებულ კარიერის კონკურსში Quarry Life Award (QLA) - ბიომრავალფეროვნებისთვის კარიერზე.
საქართველოში  შემოსული იყო 150 განაცხადი, აქედან კომპეტენტური ჟიურის მიერ განხილულ იქნა  52 საპროექტო წინადადება და ა. წ. 5 მარტს გამოვლინდა 5 საუკეთესო. გამარჯვებულთა შორის  არის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის პროექტი ,,ეროზირებული ზედაპირების რეკულტივაციით ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება-გაზრდა და ლანდშაფტის რესტავრაცია ეკოლოგიურად უსაფრთხო ბუნებრივი მასალებით” კავთისხევის კარიერის მაგალითზე. პროექტი გადავიდა საერთაშორისო კონკურსის მეორე ეტაპზე ძირითადი პრიზების მოსაპოვებლად.
ა.წ. 20 მარტს სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართა QLA პრეს-კონფერენცია, სადაც გარემოს დაცვის მინისტრმა გ. ხაჩიძემ  დეპარტამენტის წარმომადგენლებს გადასცა გამარჯვების სერტიფიკატი და მიულოცა მეორე ეტაპზე გადასვლა.

 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები