ITEC ინდოეთის მთავრობის სასწავლო პროგრამები - 2018-19 სასწავლო წელი

01-06-2018 ინდოეთის მთავრობა, ინდოეთის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (ITEC) ფარგლებში, აცხადებს სასწავლო პროგრამებს 2018-2019 წლებისთვის.

აღნიშნული პროგრამა მოიცავს 80-მდე ინსტიტუტის 250-მდე მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიან სასწავლო კურსს 25 დისციპლინაში: სოფლის მეურნეობა, საბანკო საქმე, ფინანსები, განათლება, ინჟინერია და ტექნოლოგიები და ა.შ.

საქართველოსთვის გამოყოფილია 30 ადგილი. სასწავლო პროგრამები სრულად ფინანსდება ინდოეთის მთავრობის მიერ. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 25-დან 45 წლამდე დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას და არ გააჩნიათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

კანდიდატის დარეგისტრირება შესაძლებელია ელექტრონულად. შერჩეული კანდიდატის სააპლიკაციო ფორმა, ასევე, უნდა გაიგზავნოს საქართველოს საგარეოს საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამანეტში. განიხილება მხოლოდ იმ კანდიდატთა განაცხადები, რომლებიც დარეგისტრირდებიან შესაბამისი კურსის დაწყებამდე 3 თვით ადრე. სასწავლო კურსები სრულად ფინანსდება ინდოეთის მთავრობის მიერ.

სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
 


 

სიახლეებში დაბრუნება