ანტინარკოტიკული აქცია

22-03-2012

ანტინარკოტიკული აქცია

22 მარტს, საქართველოში მიმდინარე ანტინარკოტიკული პროპაგანდის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ანტინარკოტიკული აქცია, სიმბოლური სახელით  - “sport VS drugs” გაიმართა.

კამპანიის ფარგლებში, ერთმანეთის პარალელურად შეჯიბრი მხიარულ სტარტებში, ქუჩის ფეხბურთში, ქუჩის კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდში, ჭადრაკში, ფრენბურთში და ნარდში გაიმართა. სტუდენტებში ანტინარკოტიკულ განწყობას აქტიურ პროპაგანდას სპეციალური წამყვანი უწევდა. აქციაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სტუ-ს რექტორი არჩილ ფრანგიშვილი მონაწილეობდნენ.

ღონისძიების დასასრულს, სტუდენტებმა სანთლებით გააკეთეს წარწერა “sport wins”, ასევე გაიმართა გამარჯვებული სტუდენტების  საზეიმო ვითარებაში დაჯილდოება, მათ ფასიანი საჩუქრები და პრიზები გადაეცათ.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები