შეხვედრა

21-03-2012
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
 
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
 
21 მარტს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. მინისტრმა სტუდენტებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული საზაფხულო პროგრამა “Summer Job “ გააცნო და ზაფხულში სამუშაოდ მიიწვია სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებში.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სამინისტრო 4000-მდე სტუდენტის დასაქმებას გეგმავს. საუკეთესო სტუდენტებს სამინისტროსა და მის საქვეუწყებო დაწესებულებეში მუდმივი სამსახურის პერსპექტივა გაუჩნდებათ.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები