შეხვედრა

20-03-2012
პრეზიდენტმა უმაღლესი და პროფესიული განათლების სტუდენტებს ახალი პროექტების დაწყება მიულოცა
 
19 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უმაღლესი და პროფესიული განათლების სტუდენტებს შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილი მათ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის ”Summer Job”-ის და პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
პროექტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდება და 20 აგვისტომდე გასტანს.მასში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ. სტუდენტთა რეგისტრაცია განხორციელდება ინტერნეტით, 20 მარტიდან 20 აპრილამდე.
პროექტი ”Summer Job” გამიზნულია იმისათვის, რომ სტუდენტმა შეძლოს კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდილების მიღება იმ სფეროში, რომელშიც მომავალში სურს დასაქმდეს და ასევე, თავად გამოიმუშაოს თანხა საკუთარი დასვენებისა თუ სწავლისთვის.
აღსანიშნავია, რომ 20 მარტიდან სახელმწიფო ყველა მსურველს, რომელიც სწავლას პროფესიულ კოლეჯში განაგრძობს, ათასლარიანი ვაუჩერით დააფინანასებს. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში განათლების ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზრდება.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები