სიახლეები

21 ნოე

სტუ-ს სტუდენტი "ნიჭიერი 2017“ პროექტის ფინალისტი გახდა

სტუ-ს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიის სპეციალობის III კურსის სტუდენტი გიორგი კოტორაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ორგანიზებული "ნიჭიერი 2017“ პროექტის ფინალისტი გახდა
21 ნოე

2017 წლის საშემოდგომო მიღების პროფესიული სტუდენტების საყურადღებოდ!

პროფესიულმა სტუდენტებმა, რომლებმაც 2017 წლის საშემოდგომო მიღებაზე პროფესიული ტესტირების საფუძველზე მოიპოვეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება, აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაცია უნდა გაიარონ შესაბამის ფაკულტეტებზე
20 ნოე

SRSPA კონფერენცია - სტუ-ს პროფესორის მორიგი წარმატება ჩინეთში

24-30 სექტემბერს ჩინეთში გაიმართა SRSPA საზღვარგარეთის მაღალი დონის ტალანტების გაცვლის კონფერენცია, რომელშიც წარმატებით მონაწილეობდა სტუ-ს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ვიქტორ ზვიადაური
19 ნოე

„დაზარალებულთა კვირეული“ - არტ-ნამუშევრების კონკურსი

27 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით გაიმართება „დაზარალებულთა კვირეული“, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია არტ-ნამუშევრების (ფოტოსურათი, ნახატი, ქანდაკება და სხვა) კონკურსის ჩატარება
17 ნოე

წიგნის მაღაზია ტექნიკურ უნივერსიტეტში

17 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის პირველ სართულზე გაიხსნა წიგნის მაღაზია, სადაც ტექნიკური უნივერსიტეტის საგამომცემლო სახლის მიერ გამოცემული პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი გაიყიდება
16 ნოე

საჯარო ლექცია "Drupal - ვებ წარმატება კოდირების გარეშე"

18 ნოემბერს, 13:00 სთ., ჯეოლაბში (ალექსიძის ქ.#10) ჩატარდება ღია ლექცია "Drupal - ვებ წარმატება კოდირების გარეშე", რომელსაც წაიკითხავს სტუ-ს ეკონომიკის დოქტორი ინფორმატიკის განხრით და კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ლექტორი მიხეილ ქანთარია 
14 ნოე

ევრომასტერი 2017

15 დეკემბერს, კომპანია "ჯეოტურანის" ორგანიზებით, წლის საუკეთესო მასტერის გამოსავლენად ჩატარდება ჩემპიონატი „ევრომასტერი 2017“
12 ნოე

ERASMUS+ - პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მაგისტრანტები სტუ-ში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუ-ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე 2017-18 სასწავლო წლის საშემოდგომო სემეტრში მობილობით იმყოფებიან პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტები, სატყეო სპეციალობით
07 ნოე

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა კილის უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საზაფხულო სემესტრი

კილის უნივერსიტეტი ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2017-2018 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი)
07 ნოე

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საზაფხულო სემესტრი

სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2017-2018 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი)
07 ნოე

სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტთა სასწავლო საველე-გეოლოგიური პრაქტიკის ანგარიში ბოლნისის მუნიციპალიტეტში

19 - 23 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში სასწავლო საველე-გეოლოგიური პრაქტიკა გაიარეს
06 ნოე

პრაქტიკული სემინარი „ქალაქის სიმფონია“

6 ნოემბერს სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლაში ხუთდღიანი ერთობლივი პრაქტიკული სემინარი „ქალაქის სიმფონია“ დაიწყო
04 ნოე

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა კაუნასის კოლეჯში/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საზაფხულო სემესტრი

კაუნასის კოლეჯი/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2017-2018 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი)
04 ნოე

მე-18 საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა - EDUCATIO International Education Exhibition

2018 წლის დასწაყისში ბუდაპეშტში იგეგმება მე-18 საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენის - EDUCATIO International Education Exhibition ჩატარება
03 ნოე

საერთაშორისო კონფერენცია „პროფესიები მომავლისთვის“

სტუ-სთან თანამშრომლობისთვის წლის პროფესიული განათლების საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად კომპანია „BP საქართველო“ დასახელდა
03 ნოე

კონკურსი „მე მედია ვარ“

GIPA საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა ატარებს კონკურსს „მე მედია ვარ“
03 ნოე

გამოფენა - "Start in Georgia" ყველაფერია შენი სტარტაპისთვის!“

18 ნოემბერს, 10:00 სთ, Expo Georgia III პავილიონში იხსნება გამოფენა "Start in Georgia" ყველაფერია შენი სტარტაპისთვის!“
03 ნოე

პრაღის საზაფხულო სკოლები 2018

2018 წლის 1-8 ივლისს, პრაღის SCHOLA EMPIRICA არასამთავრობო სკოლის ორგანიზებით, პრაღაში გაიმართება საზაფხულო სკოლების პროგრამა
02 ნოე

დეივიდ მაკის პრაქტიკული სემინარი სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლაში

16-19 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლაში გაიმართა ნიუ-იორკ თაიმსის ყველაზე გაყიდვადი გრაფიკული ნოველისტის, კაბუკის (კომიქსები) ავტორის დეივიდ მაკის პრაქტიკული სემინარი
31 ოქტ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა დებრეცენის უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საზაფხულო სემესტრი

დებრეცენის უნივერსიტეტი ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2017-2018 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი)

სიახლეები 1 - 20 of 2538

ბანერები