ბრძანება

11-02-2008
               ს.ს.ი.პ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
          ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
 
_________________N___________
ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებისათვის სასწავლო
ქირის გადახდისათვის დამატებითი ვადების განსაზღვრის შესახებ
 
 
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არასაბიუჯეტო (ფასიანი) სტუდენტებისათვის სასწავლო ქირის გადახდისათვის დამატებითი ვადების განსაზღვრის მიზნით
 
 
ვბრძანებ
 
  1. სტუ-ს არასაბიუჯეტო (ფასიანი) სექტორის სტუდენტებს, რომლებსაც შესრულებული აქვთ სტუ-ს ¹153 (31.10.2007წ.) ბრძანებით გათვალისწინებული ვალდებულება, 2007-2008 სასწავლო წლის სწავლების გადასახადის სრულად დაფარვის ვადა განესაზღვროთ მიმდინარე წლის 1 აპრილამდე;
  2. სტუდენტები, რომლებიც სრულად არ გადაიხდიან სწავლის საფასურს ამ ბრანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, მიმდინარე წლის 1 მაისამდე ძირითად თანხასთან ერთად გადაიხდიან 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით ჯარიმას, ხოლო ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში 1 ივნისამდე ძირითად თანხასთან ერთად გადაიხდიან 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ჯარიმას;
  3. სტუდენტები, რომლებიც არ შეასრულებენ დადგენილ ვადაში ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვალდებულებას გაირიცხებიან უნივერსიტეტიდან;
  4. ბრძანების გაცნობა დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატებს;
  5. ბრძანება განთავსდეს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და სასწავლო კორპუსებში თვალსაჩინო ადგილას და განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე;
  6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 
 
 
რექტორი
პრფესორი                                         ა. მოწონელიძე
 
ვიზები:
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი,
პრფესორი                                           ქ. ქოქრაშვილი
 
სამართლებრივი უზრუნველყოფის
განყოფილების უფროსი                              ბ. მაისურაძე

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები