Erasmus+ - იგნაცი ლუკასევიჩის სახ. ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი სტუ-ში

Erasmus+ - იგნაცი ლუკასევიჩის სახ. ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი სტუ-ში

25-05-2018 7-11 მაისს თბილისს სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა პოლონეთის იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Ignacy Lukasiewicz Rzeszów University of Technology - RUT) (ჟეშუვი, პოლონეთი) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ქალბატონი მონიკა სტანიში (Monika Stanisz).

საქართველოში ყოფნისას ქალბატონმა მონიკა სტანიშმა გამართა სამუშაო შეხვედრები ქართულ უნივერსიტეტებში, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშიც. აღსანიშნავია, რომ სტუ მონაწილეობს Erasmus+ გაცვლით პროექტში, რომლის კოორდინატორია ზემოაღნიშნული პოლონური უნივერსიტეტი.

ქალბატონი მონიკა სტანიშის ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა მიმდინარე პროექტთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების განხილვა და მონიტორინგი.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსთან, პროფ. ოთარ ზუმბურიძესთან და სამსახურის წარმომადგენლებთან. განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა სააპლიკაციო პროცესი, გამოცხადებული კონკურსის მიმდინარეობისას კანდიდატთა შერჩევის პროცედურები, მობილობის შედეგების აღიარება და ამ მხრივ არსებული პრობლემები, ასევე, დისიმანიასთან დაკავშირებული აქტივობები.

საგულისხმოა, რომ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულების ფარგლებში უკვე წარმატებით განხორციელდა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები და სტუ-ს ერთი სტუდენტი შალვა ჩუბინიძე (ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი), სტუდენტთა სასწავლო მობილობით და 2 თანამშრომელი: ასისტენტ პროფესორი ნინო ჟიჟილაშვილი (საერთაშორისო ურიერთობათა და სტანდარტების სამსახური) და ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია (სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი), ტრენინგისა და სწავლების მიზნით მობილობით უკვე იმყოფებოდნენ პოლონეთში. თავის მხრივ, პროექტის ფარგლებში, ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა რომან ვდოვიკმა (Roman Wdowik) (საწარმოო ტექნოლოგიებისა და ავტომატიზაციის დეპარტამენტი) წაიკითხა ლექციები სტუ-ს სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე.

საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე შეჯამდა მიმდინარე Erasmus+ გაცვლითი პროექტის შედეგები და ასევე, იმსჯელეს Erasmus+ პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში წარდგენილი მორიგი ახალი პროექტის დეტალებზე. ამასთან ერთად, განხილული იქნა Erasmus+  KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალი ერთობლივი სასწავლო და სამეცნიერო  საპროექტო წინადადებების მომზადებისა და განხორციელების პერსპექტივები.

 

სიახლეებში დაბრუნება