Erasmus+ - სალექციო კურსი სასმელი წყლის დამუშავებაზე

17-05-2018 26-30 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში იმყოფებოდა ვილნიუსის გედიმინას ტექნიკური უნივერსიტეტის (ლიტვა) დოქტორი რამუნე ალბრეკტიენე (Ramune Albrektiene).

ახალგაზრდა ლიტველმა მეცნიერმა ლექციები წაიკითხა სამშენებლო ფაკულტეტზე. მისი სალექციო კურსის თემას წარმოადგენდა სასმელი წყალი და მისი დამუშავება. რამუნე ალბრეკტიენემ ქართველ სტუდენტებთან ისაუბრა სასმელი წყლის ხარისხზე ლიტვაში, ევროპასა და მთელ მსოფლიოში, შესაბამის ლაბორატორიებში მუშაობის სპეციფიკაზე, სასმელი წყლის გასუფთავების ტექნოლოგიებზე. ასევე, შეხვდა ფაკულტეტის თანამშრომლებს და გაეცნო ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროცესს.

მობილობის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის წარმომადგენლებთან. მან დაათვალიერა სტუ-ს პოპულარული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა. სამსახურის ორგანიზებით მონაწილეობა მიიღო კულტურულ ღონისძიებებში.

ლიტველი დოქტორი სტუ-ს სტუმრობდა სწავლების მიზნით Erasmus+ მობილობის პროექტის ფარგლებში, რომლის კოორდინატორია ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ უნივერსიტეტი.

 


 

სიახლეებში დაბრუნება