ალრაკისი

16-08-2012
გამოცხადდა კონკურსი ERASMUS MUNDUS - ის მეორე აქტივობის პროექტის ALRAKIS ფარგლებში.
 
პროექტი გულისხმობს სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობას სამხრეთ კავკასიისა და ევროპის ქვეყნებს შორის.
 
ALRAKIS-ის ფარგლებში განხორციელდება გაცვლები საბაკალავრო, სადოქტორო და პოსტსადოქტორო საფეხურებზე. პროექტი ასევე ითვალისწინებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას.
 
განაცხადები მიიღება 2012 წლის 20 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე.
 
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროექტის ბროშურა და ვებგვერდი.
 
დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურს (სტუ, ადმინისტრაციული კორპუსი, კოსტავას 77, მეორე სართული, ტელ.: 236 32 06, ელფოსტა: pr@gtu.ge).

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები