მოწვეული პროფესორები სტუ-ში

07-03-2012
უცხოეთის უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ლექციებს წაიკითხავენ
 
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის უცხოეთის უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები ლექციებს წაიკითხავენ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვოუტერ ტენ ჰააფი (Wouter ten Haaf), რომელიც 2-9 მარტს ტელეკომუნიკაციის, ინფორმატიკის და ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის წაიკითხავს ლექციების კურსს, თემაზე:
  • ინოვაციური პროცესი - ახალი ნაწარმის შექმნის საფუძველი
  • ახალი ნაწარმის პროექტირება მომხმარებლის მოლოდინების და საწარმოო შესაძლებლობებისგათვალისწინებით
  • საწარმოო პროცესის პროექტირება ახალი ნაწარმის სპეციფიკის  გათვალისწინებით
  • ახალი ნაწარმის ხარისხის უზრუნველყოფა
  • ათვისების მრუდი - ნაწარმის და პროცესების სრულყოფის შედეგი    
ამავე პროექტის ფარგლებში, სტუ-ს სტუმრობს კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის (UCLA) პროფესორი რევაზ ჯანიძე, რომელიც ინფორმატიკისა და ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ჩაატარებს ლექციათა ციკლს:
 
7 მარტი:
  • სიგნალის მოდულაცია (Signal Modulation);
  • გადაცემის ხაზის მახასიათებლები (Transmission Line Characteristics);
  • ქსელური ურთიერთკავშირები, Physical Layer დონე (Network Interconnections,  the Physical Layer);
9 მარტი: 
  • Data Link Layer დონე  (The Data Link Layer);
  • MAC  ქვედონის პროტოკოლები, LAN ლოკალური  ქსელები, Ethernet პროტოკოლი (MAC Sublayer, LANs, Ethernet Protocol);
13 მარტი: 
  • უსადენო კავშირის არხი (Wireless Communication Channel);
  • MAC პროტოკოლი უსადენო ლოკალურ ქსელებში Wireless 802.11b LANs (MAC in Wireless 802.11b LANs);
  • Bluetooth კავშირები (Bluetooth Communications);
14 მარტი:
  • უსადენო WAN, ფიჭური ტელეფონია (Wireless WAN, Cellular Telephony);
  • ZigBee კავშირები (ZigBee Communications, IEEE 802.15.4);
  • გლობალური  ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სისტემა GPS (The Global Positioning System).
ლექციები ჩატარდება 14:00 საათზე, სტუ-ს VI კორპუსში, 306-ა აუდიტორიაში.
 
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები