საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სტუ-ში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სტუ-ში

10-05-2018 10 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ესტუმრა.

ბატონი ზალკალიანი შეხვდა ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. მან შეხვედრაზე სტუდენტებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზნები და პრიორიტეტები გააცნო, გაიმართა დისკუსია და განხილული იქნა ევროპასა და საქართველოს შორის ურთიერთობები და ამ მიმართებით არსებული თანამედროვე გამოწვევები და გლობალიზაციის პროცესში მიმდინარე აქტუალური საკითხები, მათ შორის საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ევროკავშირში და საქართველო-ნატოს ურთიერთობების დინამიკა.

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე გამოსვლისას, დავით ზალკალიანმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.


 

სიახლეებში დაბრუნება