საერთაშორისო კონკურსი

06-03-2012

საერთაშორისო კონკურსი

Imagine Cup

5 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კონკურს Imagine Cup-თან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა. Imagine Cup საერთაშორისო კონკურსი Microsoft-ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსია, რომელიც საქართველოში პირველად  ტარდება. კონკურსის მიზანია ამა თუ იმ გლობალური პრობლემის მოგვარება ტექნოლოგიური გადაწყვეტის გზით. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს (მინიმალური ასაკობრივი ზღვარი - 16 წელი). კონკურსანტებმა უნდა შექმნან მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ ოთხი წევრისგან შემდგარი გუნდი. გუნდს შეიძლება ჰყავდეს მენტორი. თითოეულ სტუდენტს მხოლოდ ერთი გუნდის წევრობა შეუძლია და თითოეულ მენტორს - მხოლოდ ერთი გუნდის მენტორობა.

ყოველი გუნდი წარადგენს ერთ პროექტს. კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება 7 მარტიდან 15 აპრილამდე. ჟიურის მიერ გამოვლენილი 10 საუკეთესო გუნდი მონაწილეობას მიიღებს რეგიონალურ ფინალში, რომელიც 28 აპრილს გაიმართება თბილისში. სამ გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ფასიანი პრიზები. პირველ ადგილზე გასული გუნდი 6-10 ივლისს გაემგზავრება სიდნეიში (ავსტრალიაში), მსოფლიო ფინალში მონაწილეობის მისაღებად, სადაც მას ელის მსოფლიო აღიარება და 25 000 $.

პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 9 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, სადაც დაინტერესებული პირები მიიღებენ პასუხებს შეკითხვებზე. ინფორმაციის მისაღებად და შეკითხვების მოსამზადებლად მსურველებმა უნდა იხილონ ვებგვერდები: www.imaginecup.ge და www.fb.com/imaginecupgeorgia

პროექტის ორგანიზატორები არიან Microsoft Georgia და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. მხარდამჭერები - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, USAID, EPIGeorgia, სინგულარ ჯგუფი, ალგორითმი.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები