კომპანია "APM Terminals Poti" - ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა InPort

კომპანია "APM Terminals Poti" - ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა InPort

07-05-2018 კომპანია "APM Terminals Poti" (კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური) 
ადგილობრივი ტალანტის განვითარების ხელშეწყობისა და საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალების მომზადების მიზნით, აცხადებს ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამას - InPort.

ინტენსიური და მრავალმხრივი განვითარების პროგრამა InPort მოიცავს პრაქტიკულ დავალებებს, დისკუსიებს, გუნდურ სამუშაოებს და უშუალოდ სამუშაო ადგილზე სწავლებას, ფოთის საზღვაო ნავსადგურში.

პროგრამა შედგება ორი - 6-კვირიანი თეორიული და 14-კვირიანი პრაქტიკული მოდულისაგან და მიზნად ისახავს, დაეხმაროს მონაწილეებს მენეჯერული და ტექნიკურ-პროფესიული მიმართულებებით წარმატებული კარიერისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის წარმატებული სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს. პროგრამის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან კონკურენტული სარგებლისა და ანაზღაურების პაკეტით:
  • ყოველთვიური სტიპენდია - 500 ლარი (დარიცხული)
  • ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევების დაზღვევა
  • ნავსადგურის სასადილოს ვაუჩერი
  • საცხოვრებელი, საჭიროების შემთხვევაში
პროგრამის ჩატარების ადგილი - ფოთი.

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი და სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) უნდა გააგზავნონ მისამართზე careerpoti@apmterminals.com და წერილის სათაურში მიუთითონ პროგრამის დასახელება - InPort.

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 29 მაისი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

 

სიახლეებში დაბრუნება