დეკანების არჩევნები

02-03-2012
()იპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს
ფაკულტეტების დეკანების არჩევნებს
 
2012 წლის 4 მაისს დანიშნულია ა(ა)იპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქვემოთ ჩამოთვლილი ფაკულტეტების დეკანების არჩევნები:
1.      სამშენებლო ფაკულტეტი;
2.     ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი;
3.      სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი;
4.     ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი;
5.      სატრანსპორტო და მანქანათმშენბელობის ფაკულტეტი;
6.     არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი;
7.     ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი;
8.      ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი.
დეკანის  თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
 
კანდიდატებმა განცხადება უნდა წარადგინონ შესაბამისი ფაკულტეტის საარჩევნო კომისიებში, რომელსაც თან უნდა დაურთონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ინფორმაცია განათლების თაობაზე, CV (შესაბამისი დოკუმენტებით) და სამოქმედო პროგრამა.
 
კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2012 წლის 12 მარტს და დასრულდება  5 აპრილს. განცხადებების მიღება იწარმოებს ყოველ დღე, შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის საარჩევნო კომისიებში.
 
კანდიდატთა რეგისტრაციის დასრულებიდან 20 დღის განმავლობაში, (25 აპრილის ჩათვლით), აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით მოხდება კანდიდატთა მიერ სამოქმედო პროგრამის საჯაროდ წარდგენა აკადემურ საბჭოში.  
 
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით.  65 წლისა და მეტი ასაკის  პირის მიერ დეკანის თანამდებობის დაკავების საკითხს ინდივიდუალურად წყვეტს აკადემიური საბჭო.
 
არჩევნები ჩატარდება "არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ" დებულების შესაბამისად.
 
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: კოსტავას ქ. ¹77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი ¹325      ტელ: 2 36 41 84, www.gtu.ge
 
აკადემიური საბჭო 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები