კატანიის უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამა საერთაშორისო სტუდენტებისთვის - 2018/19 სასწავლო წელი

კატანიის უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამა საერთაშორისო სტუდენტებისთვის - 2018/19 სასწავლო წელი

06-05-2018 კატანიის უნივერსიტეტი (კატანია, იტალია) აცხადებს კონკურსს საერთაშორისო სტუდენტებისთვის, 2018-2019 სასწავლო წლისთვის. 

გამოცხადებული კონკურსით გათვალისწინებულია სულ 40 სასწავლო სტიპენდია. ინფორმაცია სასწავლო გრანტებთან დაკავშირებით მოცემულია კატანიის უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

გრანტის ოდენობა მაგისტრანტებისა და ბაკალავრებისთვის შეადგენს 1500 ევროს. პრიორიტეტული მიმართულებებია ფიზიკა, ქიმიური ინჟინერია, ელექტროინჟინერია, გლობალური პოლიტიკა და ევრო-ხმელთაშუაზღვის კავშირი და სხვა.

ონლაინგანაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 30 ივნისი.

სტიპენდიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება