ტრენინგპროგრამა

01-03-2012
ინტენსიური ანტი-კორუფციული ტრენინგპროგრამა
მომავალი ლიდერებისათვის
 
ვილნიუსის  გამჭვირვალობის საერთაშორისო ინტეგრაციის საზაფხულო სკოლა აცხადებს მომავალი ლიდერებისათვის ინტენსიურ ანტი-კორუფციულ ტრენინგპროგრამას, რომელიც 9-14 ივლისს  ვილნიუსში (ლიტვა) ჩატარდება.
აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა შუძლიათ სტუდენტებს, მაგისტრებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს. სტიპენდიების კონკურსში გამარჯვებულებისთვის, ტრანსპორტირების, სწავლებისა და კვების ხარჯებს პროგრამა დაფარავს.
საზაფხულო სკოლა მოიცავს სამ სასწავლო მოდულს საჯარო სექტორის, კერძო სექტორისა და სამოქალაქო უფლებამოსილების მიმართულებით. სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტის სტუდენტები 4 კრედიტს მიიღებენ.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველთათვის შესაბამისი საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 07.05.12.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები