სემინარი

28-02-2012

სემინარი

27-28 თებერვალს, SENS-ERA-ს პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ უცხოეთის უნივერსიტეტებიდან (კრენფილდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტი, პირეუსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, კარდიფის უნივერსიტეტი და სხვ.) მოწვეული პროფესორები. ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი, რომელსაც მოწვეულ პროფესორებთან, ჯერემი რამსდენთან, მარია რანგოუსთან, ჯილ ბრენდონთან, გედიმანას რამანაუსკასთან და ოლივერ რეისნერთან ერთად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

სემინარის ფარგლებში, უცხოელი პროფესორებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტზე არსებული ლაბორატორიებიც დაათვალიერეს.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები