შეხვედრა

24-02-2012

შეხვედრა ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან

24 თებერვალს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტის (ლიტვა) ვიცე-რექტორი, პროფესორი რომუალდას კლიუკასი ეწვია.

კლიუკასს სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი შეხვდა.  შეხვედრას ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებს.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები