VIII ქართულ-გერმანული სკოლა და სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში - "მეცნიერება საქართველოში არსებულ მულტიდისციპლინარულ SMART|ლაბებში"

VIII ქართულ-გერმანული სკოლა და სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში - "მეცნიერება საქართველოში არსებულ მულტიდისციპლინარულ SMART|ლაბებში"

04-05-2018 2018 წლის 20-25 აგვისტოს ჩატარდება იულიხის კვლევითი ცენტრისა (გერმანია) და პარტნიორი ქართული უნივერსიტეტების (სტუ, თსუ, აგრიუნი და ილიაუნი) ერთობლივი, მე-8 ქართულ-გერმანული სკოლა და სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში.
ღონისძიების თემატიკას წარმოადგენს "მეცნიერება საქართველოში  არსებულ
მულტიდისციპლინარულ SMART|ლაბებში".

სკოლისა და სემინარის განმავლობაში აქცენტი გაკეთდება სამ ძირითად კომპონენტზე:
ა) სიმეტრიები სუბატომურ ფიზიკაში, რომელიც მიეძღვნება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხს: სამყაროში დამზერილ მატერიის დომინირების საკითხს ანტიმატერიაზე;
ბ) ატმოსფერული კვლევები და მოდელირება, რომელიც დაკავშირებულია 
SMART|AtmoSim_Lab-თან;
გ) ვიზუალიზაცია მედიცინის სფეროში და ბიომარკერები.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ამაჩქარებლების, ნაწილაკთა ფიზიკის და ტექნოლოგიების მსოფლიო დონის ექსპერტები, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო კოლაბორაციების (JEDI, Borexino, JUNO, PAX) წევრები არიან.

კონფერენციის მუშაობა ითვალისწინებს ამ სფეროებში არსებული მიღწევების შეჯამებას და მოხდება ორ ქვეყანას შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გზების დასახვა. ამასთან ერთად, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და
დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ჩატარდება თემატური სალექციო კურსები
საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებებში, მოეწყობა პოსტერების სესია. შეირჩევიან სხვადასხვა მიმართულების (ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია,
საინჟინრო ტექნოლოგიები) საუკეთესო სტუდენტები იულიხის კვლევით ცენტრში სტაჟირების გასავლელად.

სკოლა ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

დეტალური ინფორმაცია ღონისძიების შესახებ იხილეთ ბმულზე.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ სტუ-ს საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტს 2018 წლის 30 მაისამდე (სტუ-ს IV კორპუსი, ოთახი 306).

საკონტაქტო პირი:
პროფ.ქეთევან კოტეტიშვილი
ტელ.599504821

 

სიახლეებში დაბრუნება