Montpellier SupAgro - ფრანგული ენის საზაფხულო კურსები უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის

Montpellier SupAgro - ფრანგული ენის საზაფხულო კურსები უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის

03-05-2018 2018 წლის 2 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით, საფრანგეთის Montpellier SupAgro უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ფრანგული ენის საზაფხულო კურსები უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის. საზაფხულო კურსების მიზანია, დაეხმაროს სტუდენტებსა და თანამშრომლებს ფრანგულ ენასა და კულტურაში ინტეგრაციის პროცესში.

The Agri-Cultures Campus არის ერთი ან ორთვიანი ფრანგული ენის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ასევე, შეისწავლება ფრანგული კულტურა და სოფლის მეურნეობა. 

The Language & Culture Campus არის ინტენსიური ერთი ან ორთვიანი პროგრამა, სადაც წარმოდგენილია ფრანგული ენის კურსები და ფრანგული კულტურა.

პროგამაში მონაწილეობა შეუძლიათ საერთაშორისო სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, ფრანგული ენის ცოდნის A0 დონიდან B1 დონის ჩათვლით.

მთლიან პროგრამაში მონაწილეობის საფასურია 860 ევრო თვეში, მხოლოდ ფრანგული ენის კლასებში მონაწილეობის საფასური - 720 ევრო თვეში. ფასში არ შედის საცხოვრებელი, კვება, დაზღვევა, ტრანსპორტირება და ა.შ.

დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო დოკუმენტებები უნდა გააგზავნოა ელ-ფოსტაზე: telei.pavius@supagro.fr, არაუგვიანეს 2018 წლის 31 მაისისა.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება