განათლების საერთაშორისო გამოფენა

23-02-2012

განათლების საერთაშორისო გამოფენა 2012

23 თებერვალს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიისა და საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიას ორგანიზებით, საგამოფენო ცენტრის მე-11 პავილიონში ”განათლების საერთაშორისო გამოფენა 2012” გაიხსნა. გამოფენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნა.

გამოფენის ფარგლებში საქართველოს 81 საგანმანათლებლო დაწესებულება და 13 უცხოური უნივერსიტეტი, კოლეჯი და უმაღლესი სკოლა თავის პროგრამებს წარმოადგენს და მათ ფართო საზოგადოებას გააცნობს; მოეწყობა პრეზენტაციები და ჩატარდება “ღია კარის დღეები”. ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება, სრული ინფორმაცია მიიღოს როგორც კერძო ასევე, სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებათა საგანმანათლებლო პროგრამებზე.

 

გამოფენაში მონაწილეობენ საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციებიც, რომელთა ძირითად მიზანს საგანმანათლებლო სექტორის განვითარება და ხელშეწყობა წარმოადგენს.

ღონისძიება 26 თებერვალს დასრულდება.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები