SDSU Georgia მოქმედი პროგრამების სტუ-ში გადმოტანის მიზნით შექმნილი კომიტეტის პირველი სამუშაო შეხვედრა

02-05-2018 სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს (SDSU Georgia) მოქმედი პროგრამების საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გადმოტანის მიზნით შექმნილი კომიტეტი (SDSU to GTU Programs Transition Committee) მუშაობას შეუდგა. 

26 აპრილს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კომიტეტის პირველი სამუშაო  შეხვედრა შედგა, რომელსაც ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები და მიწვეული სტუმრები, მათ შორის SDSU Georgia-სა  და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“  წარმომადგენლები.   

შეხვედრაზე იმსჯელეს SDSU Georgia-ს გამოცდილებისა და პროგრამების სტუ-ში გადმოტანის გზებზე, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალში საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დამოუკიდებლად შეძლოს გადმოტანილი ელექტოინჟინერიის, სამოქალაქო ინჟინერიისა და სამშენებლო სპეციალობების საბაკალავრო პროგრამების მდგრადი მართვა. საუბარი შეეხო ლაბორატორიების, ტრენინგებისა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების მომზადებასაც.

არსებული ვითარების გათვალისწინებით, შეხვედრაზე გაიწერა სამოქმედო გეგმა, განისაზღვრა საქმიანობის მიმართულებები და პრიორიტეტები.

კომიტეტის მორიგი სამუშაო შეხვედრები სტუ-ში რეგულარულად, წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით გაიმართება.

 

სიახლეებში დაბრუნება