I საერთაშორისო საზაფხულო სკოლა აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში

I საერთაშორისო საზაფხულო სკოლა აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში

27-04-2018 2018 წლის 14-28 ივლისს აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში (Azerbaijan State Agricultural University – ADAU) (განჯა, აზერბაიჯანი) გაიმართება I საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები აზერბაიჯანული უნივერსიტეტის მიერ უზრუნველყოფილი იქნებიან აკომოდაციით, კვებით, საგანმანათლებლო პროგრამითა და ექსკურსიებით.

პროგრამაში მონაწილეობა უფასოა, მონაწილეები ფარავენ მხოლოდ თავიანთი მგზავრობის ხარჯებს.

საზაფხულო სკოლის პროგრამა ინგლისურ ენაზე წარიმართება.

განაცხადების (CV, სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილები) უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტაზე: office@adau.edu.az.  არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 მაისისა.

დეტალური ინფორმაცია საზაფხულო სკოლასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

წარდგენის ბოლო ვადაა: 31.05.18.


 

სიახლეებში დაბრუნება