სტუდენტების შეხვედრა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილთან

სტუდენტების შეხვედრა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილთან

26-04-2018 27 აპრილს, 12:30 სთ., საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (ადმინისტრაციული კორპუსი, III სართ. მცირე სააქტო დარბაზი) საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი გამართავს შეხვედრას სტუდენტებთან, „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ.

საკანონმდებლო ინიციატივა ეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს შრომის კოდექსის“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც მიზნად ისახავს სტაჟირების ინსტიტუტის გაძლიერებას და აღნიშნული საკითხის მიმოხილვას  შრომითი ურთიერთობის ჭრილში.


 

სიახლეებში დაბრუნება