02-02-2012
საზაფხულო პროგრამა საერთაშორისო სტუდენტებისათვის
ვარშავის ეკონომიკის სკოლის (ვარშავა, პოლონეთი) სტუდენტური კავშირი საერთაშორისო სტუდენტებისათვის აცხადებს საზაფხულო პროგრამას “ვარშავის საზაფხულო უნივერსიტეტი 2012”. პროგრამის თემას წარმოადგენს “პოლონეთის ეკონომიკა - განვითარების, ხელშეწყობისა და თანამშრომლობის პირობები საერთაშორისო გარემოს ფარგლებში”.
აღნიშნული უნივერსიტეტის პროფესორები ორი კვირის განმავლობაში (1-14 ივლისი) ინგლისურ ენაზე ჩაატარებენ ლექციებს პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისათვის.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 31.05.12.
სიახლეებში დაბრუნება