აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამა ჩანდიგარის უნივერსიტეტში

აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამა ჩანდიგარის უნივერსიტეტში

25-04-2018 ჩანდიგარის უნივერსიტეტი (Chandigarh University - CU) (ინდოეთი) აცხადებს აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამას, რომელიც 2018 წლის 30 ივლისიდან 26 ოქტომბრამდე გაიმართება.

როგორც პარტნიორი უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ პროგრამისთვის ნომინირებული აკადემიური პერსონალი აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩანდიგარის უნივერსიტეტის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ინდოეთში ტრანსპორტირებით და საცხოვრებელით, თუმცა მიმღები უნივერსიტეტი არ უზრუნველყოფს თვითმფრინავის ბილეთებსა ან ნებისმიერი სახით ფულად გასამრჯელოს.

ჩანდიგარის უნივერსიტეტი, ასევე, სთავაზობს ერთობლივი კვლევების შესაძლებლობას ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევრებს.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ თავინთი პროფილი/CV და სამოტივაციო წერილი სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში მიმდინარე წლის 8 მაისამდე (სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი N221).

შერჩეულ კანდიდატებს ინდური მხარის მიერ პასუხი ეცნობებათ 2018 წლის 21 მაისს.

უნივერსიტეტის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება