მობილობა

01-02-2012
2011-2012 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან მობილობის წესით ჩარიცხვისათვის
 
მობილობის წესით ჩარიცხვისათვის
1.    მობილობის მსურველი  ვალდებულია განახორციელოს საკუთარი განაცხადის რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების  ეროვნული ცენტრის www.eqe.ge ელექტრონულ პორტალზე, 2012 წლის 3 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით;
 
2.    პირი,  რომელიც  განათლების ხარისხის განვითარების  ეროვნული ცენტრის www. eqe.ge ელექტრონულ პორტალზე მოიპოვებს სტუ-ში ჩარიცხვის უფლებას, ვალდებულია მიმართოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს განცხადებითა და თანდართული დოკუმენტაციით 16 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით.  საბუთები მიიღება  ყოველდღე 1000 საათიდან 1600 საათამდე (თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი, მესამე სართული, ოთახი №350);
 
3.    მობილობის მსურველი, რომელიც დადგენილ ვადაში არ მიმართავს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს  განცხადებით და საჭირო თანდართული დოკუმენტაციით, კარგავს აღნიშნულ ფაკულტეტზე/პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას.
 
 მობილობისთვის  წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1.      განცხადება;
2.      პირადობის მოწმობის ასლი;
3.      სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი), დამოწმებული ბეჭდით;
4.      ატესტატის (დიპლომის) ასლი;
5.      ეროვნული გამოცდების სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
6.       ჩარიცხვის ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;
7.      სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).
8.      დოქტორანტებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ სავარაუდო ხელმძღვანელის რეკომენდაცია.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები