საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ოსტრავას ტექნიკურ უნივერსიტეტში

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ოსტრავას ტექნიკურ უნივერსიტეტში

25-04-2018 2018 წლის 9-27 ივლისს ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტი (VŠB – Technical University of Ostrava) (ჩეხეთის რესპუბლიკა) ორგანიზებას უკეთებს საერთაშორისო საზაფხულო სკოლას.

სტუდენტებს 3 კვირის განმავლობაში ინტენსიურ კურსებს (10 კურსი) წაუკითხავენ მაღალკვალიფიციური პროფესორები და დარგის სპეციალისტები. კურსები ინგლისურ ენაზე იქნება წაკითხული.

9-13 ივლისი, 2018
მოულოდნელი აღმოჩენები ოსტრავას არქიტექტურაში
ადამიანური ასპექტები საწრმოო კონტროლში
ხარისხის მენეჯმენტის ახალი მიდგომები
მექატრონიკის აპლიკაციები ბიოსამედიცინო  ინჟინერიაში

16-20 ივლისი, 2018 წლის 
ოსტრავას კულტურა, ისტორია და აწმყო
მექატრონიკის მოწინავე მეთოდები
ენერგეტიკა

23-27 ივლისი, 2018 
აქტივობის კვირა II
შენობების კონტროლი - KNX სტანდარტი
საველე ელემენტი (Battery Camp)

კურსის დატვირთვა: დაახლოებით 30 პირდაპირი საკონტაქტო საათი.

 კრედიტები - 2 ECTS/კვირა.

აღსანიშნავია, რომ საზაფხულო სკოლის პერიოდი ემთხვევა მსოფლიოში ცნობილი მუსიკალური ფესტივალის „ოსტრავას ფერები“ პერიოდს, რომელიც აღიარებულია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუსიკალური ფესტივალი და შედის წამყვან ათეულში.

საზაფხულო კურსებში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 2018 წლის 31 მაისისა.

სარეგისტრაციო გადასახადი ფარავს სწავლების, სასწავლო მასალების და საველე ექსკურსიების ბილეთების ხარჯებს.

საზაფხულო სკოლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება