უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო გამოფენა ბრატისლავაში

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო გამოფენა ბრატისლავაში

24-04-2018 2018 წლის 9-11 ოქტომბერს სლოვაკეთის განათლების, მეცნიერების, კვლევებისა და სპორტის მინისტრის ეგიდით, ბრატისლავაში (სლოვაკეთი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება.

ღონისძიების ფორმატში გათვალისწინებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების, ფაკულტეტების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2018/19 აკადემიური წლის სასწავლო პროგრამების პრეზენტაცია და მათ შესახებ გამოფენების გამართვა.

გამოფენაში მონაწილეობის მსურველები, რომლებიც მიმდინარე წლის 31 მაისამდე დარეგისტრირდებიან, მიიღებენ შეღავათს 10%-იანი ფასდაკლების გათვალისწინებით.

ონალინრეგისტრაციის ბოლო ვადაა 30.03.18.

ბრატისლავაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება