გლობალური საუნივერსიტეტო გამოფენა 2018 მონგოლეთში

გლობალური საუნივერსიტეტო გამოფენა 2018 მონგოლეთში

24-04-2018 2018 წლის 25-27 ოქტომბერს ულან-ბატორში (მონგოლეთი) გაიმართება ყოველწლიური გლობალური საუნივერსიტეტო გამოფენა 2018 - Global University Fair 2018.

გამოფენის ორგანიზატორია ულან-ბატორის სართაშორისო სკოლა (International School of Ulaanbaatar - ISU) და საგანმანათლებლო რჩევებისა და რესურსების ცენტრი (Educational Advising and Resource Center - EARC).

28 ოქტომბერს დაგეგმილია კულტურული ტური, რომელიც ითვალისწინებს მონგოლეთის, მისი კულტურისა და ტრადიციების შესახებ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს.

ონლაინრეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 14 სექტემბერი.

გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.


 

სიახლეებში დაბრუნება