ბერძენი პროფესორი სტუ-ში

27-01-2012
ათენის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი სტუ-ში
 
ამ წლის 25 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმს ფაკულტეტის ფიზი­კის დეპარტამენტს ეწვია ევრო-ხმელთაშუა ზღვის ხელოვნებისა და მეცნიერების აკა­დემიის აკადემიკოს-მდივანი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კონსტან­ტინოს სპენცასი.
პროფ. კ. სპენცასი, ძირითადად, მოღვაწეობს ქ. ლოზანასა (შვეიცარია) და ქ. ათენში (საბერ­ძნეთი) - ის ათენის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორია. ის, აგრეთვე, არის სტუ-ის ფიზიკის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შესასრულე­ბე­ლი სამეცნიერო პროექტის SENS-ERA (ხელმძღვანელი, პროფესორი პ. კერვალიშვილი) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
პროფ. კ. სპენცასის ჩამოსვლის მიზნებია: SENS-ERA პროექტის დაწყების ხელშეწ­ყობა; ლექციათა სერიის ჩატარება თემაზე „მწვანე ტრანსპორტი მწვანე ქალაქებისთვის“. ლექციები ეძღვნება ელექტრომობილებისა და სხვა ალტერნატიულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების გამოყენების პერსპექტივებსა და აუცილებლობას, რაც მსოფლიოში ეკოლოგიის საკითხების წინ წამოწევით არის გამოწვეული.
პროფ. კ. სპენცასი ელექტრომობილების შექმნის აღიარებული სპეციალისტია, ის 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მას ეკუთვნის დიდი ქალაქებისთვის ეკოლო­გიურად სუფთა ტრანსპორტის კონცეფციის შექმნა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები