ინტელექტუალური კონკურსი “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას”

23-04-2018 საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, აცხადებს განაცხადების მიღებას ინტელექტუალური კონკურსის “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” სტუდენტური ლიგის 2018 წლის სეზონისათვის.

განაცხადები მიიღება მიმდინარე წლის 11 მაისის ჩათვლით, სამუშაო დღეებში (ორშაბათი -პარასკევი), 11:00 – 18:00 სთ. რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ აპლიკანტი მიიღებს სარეგისტრაციო ნომერს. 

მისამართი: ქ. თბილისი, ელიას მთა. წმ. სამების საკათედრო ტაძარი. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი.

ელ.ფოსტა: bibliiskonkursi@gmail.com

საკონტაქტო პირი:
ლელა ბოჭორიშვილი, კოორდინატორი
ტელ.: 599 24 88 56

 

სიახლეებში დაბრუნება