სტუ-ს სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა კლუბი

სტუ-ს სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა კლუბი

22-04-2018 21 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა ორგანიზებით დაფუძნდა „სტუ-ს სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა კლუბი“.

აღნიშნულთან დაკავშირებით გაიმართა კურსდამთავრებულთა კლუბის პრეზენტაცია, სადაც მოწვეულნი იყვნენ სამართლის სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებლები, პროფ. დავით კალმახელიძე და პროფ. ზაზა რუხაძე. პრეზენტაციას, ასევე,  ესწრებოდნენ სტუ-ს კურსდამთავრებულები, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა წამყვან პოზიციას იკავებენ საჯარო და კერძო სექტორში.

პრეზენტაცია გახსნა კლუბის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი მთიულიშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისათვის.

ფაკულტეტის დეკანმა, პრფ. ირაკლი გაბისონიამ ისაუბრა ფაკულტეტის ახალი მიმართულებების, სასწავლო პროგრამებისა და აქტივობების შესახებ, დამსწრე საზოგადოებას გააცნო სხვადასხვა დაგეგმილი ღონისძიებები და ფაკულტეტის სამომავლო გეგმები.

სტუმრებმა მადლიერებით გაიხსენეს სამართლის სკოლის დაფუძნება, წარმატებები უსურვეს კლუბის წევრებს და მოუწოდეს მათ აქტიური თანამშრომლობისთვის.
სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა, პროფ. ჯემალ გახოკიძემ მადლობა გადაუხადა კლუბის დაფუძნების ინიციატორებს აქტივობისთვის და წარმატებები უსურვა კლუბს.

კურსდამთავრებულთა კლუბის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა ნინო ხარატმა, გვანცა დავითაშვილმა, კობა ჩიხლაძემ, ნიკა ასვანუამ, გიორგი სვიანაძემ, ლაშა აბულაძემ, ჯარჯი წიკლაურმა და ქეთევან ცინცაძემ ისაუბრეს კლუბის მიზნებზე, მიმოიხილეს დაგეგმილი ღონისძიებები და სთხოვეს ყველა კურსდამთავრებულებს გაწევრიანდნენ კლუბში.

 

სიახლეებში დაბრუნება