საერთაშორისო ურთიერთობების, მართვისა და საზოგადოების საგაზაფხულო სკოლა

საერთაშორისო ურთიერთობების, მართვისა და საზოგადოების საგაზაფხულო სკოლა

22-04-2018 15-18 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, იტალიის რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტთან (Sapienza University of Rome) თანამშრომლობით ატარებს ერთობლივ საგაზაფხულო სკოლას „საერთაშორისო ურთიერთობების, მართვისა და საზოგადოების საგაზაფხულო სკოლა“ (International Relations, Governance and Society Spring School).

საგაზაფხულო სკოლას წარუძღვებიან რომის უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორები Andera Carteny, Gabriel Natalizia, Romina Gurashi, Neno Gabelia.

სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა 20 აპრილიდან 30 აპრილამდე უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია და გააგზავნონ CV შემდეგ ელ.ფოსტებზე: law@gtu.ge და neno.gabelia@uniroma1.it (ორივე მათგანი სავალდებულოა). ამასთან, აუცილებელია, Subject ველში მიეთითოს „საგაზაფხულო სკოლა“.

სამუშაო ენა: ინგლისური.

სავალდებულო მოთხოვნა: ინგლისური ენის ცოდნა.

საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: წერილობითი დოკუმენტაციის გადარჩევისა და გასაუბრების წესით. უპირატესობა მიენიჭებათ მაღალი საფეხურის სტუდენტებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის მსმენელებს გადაეცემათ რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ორენოვანი სერტიფიკატი.


 

სიახლეებში დაბრუნება