„SciFinder®“ მონაცემთა ბაზა - პრაქტიკული სემინარები

„SciFinder®“ მონაცემთა ბაზა - პრაქტიკული სემინარები

22-04-2018 24-26 აპრილს თბილისში გაიმართება „Chemical Abstracts Service“ (CAS) კომპანიის პრაქტიკული სემინარები, რომელიც ეხება SciFinder® მონაცემთა ბაზას და ამ ბაზასთან მუშაობას.

აღსანიშნავია, რომ SciFinder® მონაცემთა ბაზა წარმოადგენს ქიმიური ინფორმაციის სრულ და საიმედო წყაროს და SciFinder® ვებაპლიკაციის გამოყენებით შეიძლება მოიძებნოს ინფორმაცია არა მარტო ქიმიის, არამედ სათანადო ინფორმაცია ბიოლოგიური, ბიოქიმიური, ფიზიკური ქიმიის, ინჟინერიისა და სხვა მეცნიერებების შესახებ.

პრაქტიკული სემინარები ჩატარდება 24 აპრილს, 16:00 სთ., შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში და 25-26 აპრილს, 14:00 სთ. - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება