სემინარი

20-01-2012
სემინარი
“აშშ-ს სადოქტორო პროგრამები ენერგეტიკისა და ელექტრონული ინჟინერიის საკითხებში”
 
20 იანვარს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივის (NATELI) ორგანიზებით, ჩატარდა სემინარი, თემაზე “აშშ-ს სადოქტორო პროგრამები ენერგეტიკისა და ელექტრონული ინჟინერიის საკითხებში”.
სემინარს ხელმძღვანელობდა მეტროპოლიტენის სახელმწიფო უნივერსიტეტის (მინეაპოლისი, მინესოტას შტატი, აშშ) პროფესორი ჰამიდ ნეჟადი.
სემინარის მიზანს წარმოადგენდა აშშ-ს სადოქტორო პროგრამების გაცნობა მონაწილეებისათვის, შემდეგ სფეროებში: ენერეგეტიკული და გარემოსდაცვითი პოლიტიკა, ელექტრული და ენერგეტიკული საინჟინრო საქმიანობა.
ფორუმის მოანწილეებს საშუალება ჰქონდათ განეხილათ საქართველოში მიმდინარე სადოქტორო პროგრამების ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ორგანიზაციული მხარდაჭერა, შრომითი ბაზრის მოთხოვნა კურსდამთავრებულებზე, თანამშრომლობის შესაძლებლობები, საგანმანათლებლო რესურსები, მოთხოვნა სტუდენტებზე და ფინანსური რესურსები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები