ტექნიკური უნივერსიტეტის ორთაბრძოლების კლუბის სპორტსმენმა წარმატებას მიაღწია

ტექნიკური უნივერსიტეტის ორთაბრძოლების კლუბის სპორტსმენმა წარმატებას მიაღწია

18-04-2018 14 აპრილს რუსეთში, ქ. სანკტ-პეტერბურგში, გაიმართა პროფესიონალური შეჯიბრება შერეულ ორთაბრძოლებში SECH PROF-ის ორგანიზებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორთაბრძოლების კლუბის სპორტსმენმა (კლუბის პრეზიდენტი რ. ქელდიშვილი) შოთა გვასალიამ.

გვასალიამ 3-რაუნდიან ორთაბრძოლაში სძლია ქულათა უპირატესობით რუს გამოცდილ სპორტსმენს ოლეგ დადონოვს, რომელიც არის რუსეთის არმიის პრიზიორი საბრძოლო სამბოში და მრავალი საერთაშორისო შეხვედრის გამარჯვებული. 

აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ ქართველისა და რუსის ორთაბრძოლა აღნიშნულ შეჯიბრებაზე მთავარ შეხვედრად მიიჩნეოდა.

 

სიახლეებში დაბრუნება