ევროპის პოლიტიკური სკოლა - ევროპული პოლიტიკის პრაქტიკული პროგრამა

13-04-2018 2018 წლის 1-6 მაისს ევროპის პოლიტიკური სკოლის ორგანიზებით გაიმართება ევროპული პოლიტიკის პრაქტიკული პროგრამა, რომლის მონაწილეებსაც საშუალება ექნებათ პრაქტიკულად გაეცნონ ევროპული გადაწყვეტილების მიმღები ინსტიტუტების საქმიანობას და გაიზიარონ წამყვანი ევროპელი პოლიტიკოსების გამოცდილება.

პროგრამაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ და გაიზიარონ ევროპარლამენტში (ბრიუსელი-ჰააგა-ამსტერდამი) წარმოდგენილი შემდეგი ფრაქციებისა და პოლიტიკური პარტიების გამოცდილება:
• ევროპის სახალხო პარტია (EPP)
• სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსი (S&D)
• ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი (ECR)
• ლიბერალებისა და დემოკრატების ჯგუფი (ALDE)

პროგრამის ღირებულება: 670 ევრო (სტუდენტები ისარგებლებენ 10%-იანი ფასდაკლებით).
 
პროგრამის ღირებულებაში შედის:
• სასწავლო პროგრამის საფასური
• ცხოვრება სასტუმროში, სამ ქალაქში, 5 ღამის/6 დღის განმავლობაში
• შიდა ტრანსპორტირება  
• სადაზღვევო მოსაკრებელი
• ხელმძღვანელის თანხლება
• წინასწარი სასწავლო პროგრამა საქართველოში

პროგრამა მოიცავს ვიზიტებს შემდეგ ორგანიზაციებში:
• ევროპარლამენტი
• ევროკომისია
• ნატოს სათაო ოფისი
• ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტი
• მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში
• ქალაქ ჰააგის მერია
• ქალაქ ამსტერდამის მერია

აუცილებელი წინაპირობა:
• ასაკი 18-დან 35 წლამდე
• აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნის მოქალაქეობა
• ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
• ცნობა, აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ ან შესაბამისი ხარისხი

პროგრამის სამუშაო ენა: ინგლისური.

პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა ევროპარლამენტის მიერ აღიარებული მონაწილეობის დამადასტურებელი ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.
 
ონლაინრეგისტრაციის ბოლო ვადაა 22 აპრილი, 2018 წ.

პროგრამასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები