არჩევნები

20-01-2012
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო
აცხადებს ღია კონკურსს
ბიბლითეკის დირექტორის  თანამდებობის დასაკავებლად
 
2012 წლის 6 თებერვალს დანიშნულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის არჩევნები;
ბიბლიოთეკის დირექტორის  თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება   და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.
კანდიდატებმა განცხადება უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში, რომელსაც თან უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ინფორმაცია განათლების და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების  თაობაზე (CV) (შესაბამისი დოკუმენტებით) და სამოქმედო პროგრამაა.
კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2012 წლის 24 იანვარს და დასრულდება  31 იანვარს. განცხადებების მიღება იწარმოებს ყოველ დღე, შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე. მისამართზე: ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი 325.  ტელ: 2 36 41 84.
არჩევნები გაიმართება 2012 წლის 6 თებერვალს.
 
აკადემიური საბჭო
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები